13:21 | 2020-07-26 ავტორი: ნინი ტაველიძე

„ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ყაზახეთიდან შემოვიდა, მძიმეა“ – კოვიდსიტუაცია აჭარაში

„ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ყაზახეთიდან შემოვიდა, მძიმეა“ – კოვიდსიტუაცია აჭარაში

აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებს მოგზაურობს ისტორია აქვთ. ისინი საკარანტინე სივრციდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

დექსამეტაზონმა კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობა შეამცირა - ყველაფერი ამ პრეპარატის შესახებ
2020-06-22დექსამეტაზონმა კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობა შეამცირა - ყველაფერი ამ პრეპარატის შესახებ

 

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 14 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, ამათგან ორი მცხეთიდან გადმოიყვანეს.

 

„გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატა სულ ოთხი პაციენტი. ოთხივე საქართველოს მოქალაქეა. აქედან ორი ახალი დადასტურებული შემთხვევაა, რომელიც გუშინ დაფიქსირდა. ორი კი მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, არიან მძღოლები.

 

ვინაიდან ისინი აჭარის მაცხოვრებლები არიან, მათი მოთხოვნით და ჩვენთან შეთანხმებით, გადმოიყვანეს ბათუმში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

რაც შეეხება ორ ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ორივე საკარანტინე ზონიდანაა. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ყაზახეთიდან შემოვიდა, არის მძიმე. კარანტინში ყოფნის მესამე დღეს დაუდასტურდა ტემპერატურის მატება, გადმოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა პისიარ ტესტირება და დაუდგინდა კოვიდ 19-ი.

 

გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოაჩნდა ორმხრივი პნევმონია, რის გამოც მისი მდგომარეობა ითვლება მძიმედ, დაწყებულია სპეციფიური მკურნალობა. მართვით სუნთქვაზე არ არის, ინტენსიურ მკურნალობას გადის.

 

მეორე პაციენტიც კარანტინის ზონიდანაა. კარანტინის მეცამეტე დღეს გაიტესტა გეგმიურად და აღმოაჩნდა კოვიდ 19-ი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ინფილტრაციული ცვლილებები არ აღენიშნება. ათი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ანუ 13 სტაბილური და ერთი მძიმე პაციენტი გვყავს ამჟამად კლინიკაში“,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ.

 

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქალაქ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 818 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

 

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 37 547 პირს.

 

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2 556 პირი. კარანტინი დატოვა 12 372-მა პირმა.

 

ავტორი – ნაირა ქობულაძე

ავტორი: ნინი ტაველიძე

X