15:36 | 2020-08-02 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ჩემმა შვილიშვილმა და ერთ-ერთმა ამხანაგმა ქალი მოიყვანა…” – გოგი თოფაძის შვილიშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს

„ჩემმა შვილიშვილმა და ერთ-ერთმა ამხანაგმა ქალი მოიყვანა…” – გოგი თოფაძის შვილიშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს

გამთენიისას თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ გოგი თოფაძეს დაუკავშირდა.

 

– ახლა მოვედით საავადმყოფოდან, მთელი ღამე იქ ვიყავით. ჩემი შვილიშვილი დილის ხუთ საათზე დაჭრეს. ის სახლში დაბრუნდა მეგობრებთან ერთად გამთენიისას, რა დროსაც მოვარდა მათი ერთ-ერთი ნაცნობი და დანით ოთხჯერ დაჭრა ჩემი შვილიშვილი.

 

ვინ იყო არ ვიცი. ჩემმა შვილიშვილმა და მისმა ამხანაგებმა თან მოიყვანეს ქალი, ის ერთ-ერთ ამხანაგს ახლდა.

 

ამ ქალის ნახვა უნდოდა იმ თავდამსხმელს, მაგრამ არ ნახა ამ გოგომ და ამას მოჰყვა დაჭრა.

 

– ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ვაჟია?

– არ ვიცი გენაცვალე, ვერაფერს ვერ გეტყვი. მე იმას არ ვიცნობ, მაგრამ ითქვა თითქოს ზურაბ ჟვანიას შვილი დაესხა თავს ჩემს შვილიშვილს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X