13:00 | 2021-04-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი, ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა – აი, მაშინ…” – რა დაარიგა კახი კავსაძემ ნიკოლოზ წულუკიძეს ქორწილში

“ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი, ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა – აი, მაშინ…” – რა დაარიგა კახი კავსაძემ ნიკოლოზ წულუკიძეს ქორწილში

თეატრის კრიტიკოსი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში კახი კავსაძეს ასე იხსენებს.

 

“ქორწილში 100 ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა – ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი, ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა – აი, მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო…

 

ყველაფერში სამაგალითო იყო: თეატრის, ქალის, სამშობლოს სიყვარულში. 9 აპრილს რაც გააკეთა, გმირობა იყო, აბა რა იყო. საუბრის დროს მესამე ვინმე თუ მოვიდოდა, მაშინვე თქვენობით მომმართავდა და ჩემს ქებას იწყებდა. სხვა თაობა იყო, სხვა ხალხი, რომ აღარ განმეორდება ისეთი…

 

 

ალენ დელონი რომ ჩამოვიდა, მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი, ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთ-მეთქი. შერცხვა, იცი, მაგათ რამხელა ჯამაგირი (ამ სიტყვას ამბობდა) აქვთ, მსოფლიო არტისტია, არ შევაწუხოთო. ძალით მივიყვანე. შენ ჩვენი ალენ ელონიც ხარ და მარლონ ბრანდოცთქო. მერე რომ მირეკავდა ასე მეუბნებოდა – ალენი ვარ, დელონიო…

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓ კახი კავსაძის გენიალური პერფორმანსი

 

 

 

ქუჩაში, მანქანით ნელა დადიოდა, რომ ვინმე დაენახა და წაეყვანა, ნაცნობებს რომ ვერ ვხვდები, უცნობებს ვუჩერებო. ბოლოს თვალებამღვრეული დადიოდა რუსთაველზე, წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა კიდეც.

 

იქ დღეს ბელას შეხვდება და სამუდამოდ გაგრძელდება ის 36 წლიანი თანაცხოვრება, რომლის შეწყვეტასაც ასე განიცდიდა და მარადისობაში გამგზავრებას უადვილებდა.

 

მშვიდობით, კახო, ძალიან მომენატრები” – წერს წულუკიძე “ფეისბუქზე.”

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X