22:55 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

გარდაცვლილი ბავშვის სხეული პირსახოცში იყო გახვეული – ტაილანდში დედას 1 წლის შვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ

გარდაცვლილი ბავშვის სხეული პირსახოცში იყო გახვეული – ტაილანდში დედას 1 წლის შვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ

ტაილანდის საკურორტო ქალაქ პადაიაში, რუსი ქალი მისი ერთი წლის ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

დედამ საკუთარ დაბადების დღეზე სრულიად ჯანმრთელი ერთი წლის შვილი საწოლში გარდაცვლილი ნახა (ავსტრალია)
2020-06-30დედამ საკუთარ დაბადების დღეზე სრულიად ჯანმრთელი ერთი წლის შვილი საწოლში გარდაცვლილი ნახა (ავსტრალია)

 

როდესაც პოლიციელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ბრალდებული ქალი მრავლობითი დაზიანებებით იყო.

 

ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის მისმა მეუღლემ სცემა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ის მხოლოდ თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

 

ქალის ბინაში კი პოლიციელებმა გარდაცვლილი ბავშვი იპოვეს, მას სახეზე და სხეულზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, და მთელ სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა.

 

ამ დროისთვის, ეჭვმიტანილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და გამოკითხვა მისი გამოჯანმრთელების შემდეგ გაგრძელდება.

ავტორი: Prime Time

X