
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველი თებერვლიდან დღემდე, თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 56.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17 აქვს მძიმე პნევმონია, დანარჩენებს საშუალო ან მსუბუქი ფორმა.
„კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან და ამ ეტაპზე უკვე განიხილებიან მძიმე პაციენტებად, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკის გაუმჯობესება აღინიშნება“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისივე ინფორმაციით, ინფექციურში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა გუშინ და მისი ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი განიკურნა. ამ დორისთვის ქვეყანაში სულ 114 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულებს კიდევ 6 ადამიანი დაემატა, გარდაიცვალა 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს






















