10:50 | 2021-11-14 ავტორი:

„ერთი ასანთის გაკვრა და მოგებული აქედან ვეღარავინ გამოვა“ – ნათია ფანჯიკიძე პოლიტიკურ ვითარებაზე

„ერთი ასანთის გაკვრა და მოგებული აქედან ვეღარავინ გამოვა“ – ნათია ფანჯიკიძე პოლიტიკურ ვითარებაზე

„ან ერთად გადავრჩებით, ან ვერ გადავრჩებით“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს.

 

მისი თქმით, სამოქალაქო ომში შესაძლოა სულაც არ მონაწილეობდეს ქვეყნის უმრავლესობა, თუმცა მისი შედეგები თაობებზე აისახება.

 

„ვინც არ ვაპირებთ ერთმანეთის ხოცვას, ილუზია გვექმნება, რომ ბეწვის ხიდი არ არის. სინამდვილეში, სამოქალაქო დაპირისპირებას მთელი ქვეყნის ჩართულობა არ სჭირდება. 90-იანებში რუსთაველზე 1%-იც კი არ მონაწილეობდა სისხლისღვრაში, მაგრამ შედეგები, ყველა ჩვენგანზე აღიბეჭდა. ერთი ასანთის გაკვრა და მოგებული აქედან ვეღარავინ გამოვა.

 

სისულელე ფუფუნებაა, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს, ლიმიტი კარგა ხნის წინ ამოვწურეთ. შეთანხმება უნდა შედგეს. სააკაშვილის პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ ჰოსპიტალში გადაიყვანენ და მელიას პირობა, რომ ალყას არ დაარტყამენ საავადმყოფოს, ნაბიჯია, რომელსაც მთავრობისგან შემხვედრი ნაბიჯი უნდა მოჰყვეს. რაცა ვართ, ესა ვართ, სხვა ქვეყანა არ გაგვაჩნია. ან ერთად გადავრჩებით, ან ვერ გადავრჩებით. ყველა მხარის მოვალეობა თანაბრადაა, ახალი ტრავმა არ მივაყენოთ ჩვენი შვილების თაობას და ნაკლებად ვაყურებინოთ, რა სულელები ვართ. რასაც ისედაც ხედავენ, საკმარისზე მეტია მათში ნიჰილიზმის განვითარებისთვის“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

ავტორი:

X