10:48 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

ერთი დადასტურებული პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

ერთი დადასტურებული პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

ერთი დადასტურებული პაციენტის წყარო ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი კონტაქტი მოძიებულია. 4 კონტაქტია, რომელთაც განმეორებითი კვლევა უტარდებათ. როდესაც განმეორებითს ითხოვს ხოლმე ტესტი, ხშირ შემთხვევაში უარყოფითია.

 

მისი წყარო უცნობია. თუ არ ვცდები, საკარანტინო სივრციდან არის, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

დღეს კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4769 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: თეონა ყაჭიური

X