20:40 | 2020-05-02 ავტორი: Prime Time

ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბოლნისის რაიონის სოფელ აკუერასთან.

 

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მძღოლი ავტომობილს სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

 

ასევე დაშავდა ავტომობილში მყოფი რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

შსს-ში განგვიმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების, ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

 

ავტორი: Prime Time

X