23:23 | 2021-10-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი – სააკაშვილი

ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი – სააკაშვილი

გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინელ დეპუტატების აზრით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა.

 

დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა - ლიზა იასკო
2021-10-28დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა - ლიზა იასკო

 

„ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე.

 

მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X