16:28 | 2020-06-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

ერთი პირბადე ერთი პურის ფასი ღირს – რომან გოცირიძე პირბადეებზე ჯარიმას აპროტესტებს

ერთი პირბადე ერთი პურის ფასი ღირს – რომან გოცირიძე პირბადეებზე ჯარიმას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თმქით, საჭიროა, რომ სოციალურად დაუცველები პირბადეებით უზრუნველყონ, რადგან „ერთი პირბადე ერთი პურის ფასი ღირს“.

 

მისი თქმით, სანამ ჯარიმები დაწესდება, შემუშავებული უნდა იყოს მოქალაქეების დაცვის სტანდარტები.

 

„პირბადე ღირს ლარნახევარი, ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი. ეს არის ერთჯერადი მოხმარების პირბადის ფასი. მრავალჯერადი პირბადე ალბათ, ღირს 10 პურის ფასი.

 

კეთილი ინებონ და სანამ დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით.

 

გარდა ამისა, სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, უნდა იყოს შემუშავებული ისეთი სტანდარტები, რომლებიც დისტანციის დაცვასა და სხვა პროცედურებს შეიცავს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმა მცირდება
2020-06-08პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმა მცირდება

 

შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ  პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა 20-30 ლარით განისაზღვროს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X