22:04 | 2021-03-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ერთი შემთხვევა შეიძლება მართლა იყოს რეინფიცირება – პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

ერთი შემთხვევა შეიძლება მართლა იყოს რეინფიცირება – პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

შესაძლოა, საქართველოშიკორონავირუსით რეინფიცირება დადასტურდეს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში COVID-19-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ, საიდანაც, შესაძლოა, ერთთან ეჭვები გამართლდეს. კონკრეტული ინფორმაცია კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

“შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს და ახლა უნდა დამთავრდეს გენური თანმიმდევრობის ბიოინფორმატიკული ანალიზი. შეიძლება, ვთქვათ, ერთი შემთხვევა ჰგავს, შეიძლება, მართლა იყოს რეინფიცირება. პრაქტიკულად სრულდება ანალიზები და ველოდებით, რომ გვექნება პასუხი ამ დღეებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ “პირველ არხთან”.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X