
2012 წლის 19 იანვარს, აბუთიძეების ოჯახში დიდი ზეიმი იყო, ტყუპებს ელოდებოდნენ. სიხარული დიდმა სევდამ მაშინ შეცვალა, როცა ამ ქვეყანას რეზიკო და მარიამი მოევლინენენ.
დღენაკლული რეზიკო ერთ კილოს, მარიამი კი კილოსა და 200 გრამს იწონიდნენ. დაბადებიდან ორ საათში პატარები რეანიმაციაში მონათლეს.
როგორც დღენაკლულებს ფილტვები გვიან გაეხსნათ, ჟანგბადის მიწოდებისას გოგონას ფილტვი გაუსკდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ის ათ დღეში გარდაცივალა.
რეზიკო ოთხი თვის იყო სახლში რომ წაიყვანეს. პატარა ბიჭუნა მაშინ, მხოლოდ 3 კილორგამს იწონიდა.
„ექვსი თვის ასაკში რეზიკოს თვალების დაჭიმვა დაეწყო. როცა ტომოგრაფია გადავიღეთ, თავის ტვინში ჩირქოვანი პარკუჭი აღმოაჩნდა.
ჰიდროცეფალიის გამო რეზიკოს 1 წლის ასაკში თავზე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. რის გამოც ამჟამად შუნტირებულია.
ბავშვი ახლა რვა წლისაა, ცერემბრალური დამბლის მძიმე ფორმა აქვს. გარდა ამისა, მენჯ-ბარძაყის დისპლაზიები, მარცხენა მხრივი ამოვარდნილობა აქვს, რომლის ოპერაციაც მას სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს.
დაბადებიდან არაერთი სირთულე და დაბრკოლება გადალახა. ჩემთან ერთად ყოველთვის დაუღალავად იბრძვის. თავის დიაგნოზიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მეტყველებაც უჭირს.
აქვს მენჯ ბარძაყის დისპლაზიები, მარცხენა მხრივი ამოვარდნილობა, რის გამოც უმეტესად მწოლიარე მდგომარეობაშია. აქვს საშინელი ტკივილები და დაჯდომაც უჭირს.
ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს მენჯ ბარძაყის ამოვარდნილობის გამო ოპერაცია ფეხებზე თურქი ექიმების მიერ. რაც დაახლოებით 10 000 დოლარი ჯდება.“ – ამბობს რეზიკოს დედა ნანა კიბაბიძე.
ოჯახი სოციალურად დაუცველია, ქირით ცხოვრობს. დედას იმედი აქვს, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხას, კეთილი ადამიანების დახამრებით შეძლებს.
„ალბათ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებ. ყველას მივმართავ თხოვნით, იქნებ გულთან მიიტანოთ რეზიკუნას მდგომარეობა და დაგვეხმაროთ ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში.
როგორც თურქი ექიმები გვპირდებიან, ამ ოპერაციის შემდეგ რეზიკუნა მოახერხებს დამოუკიდებლად დგომას და ჯდომას, წონასწორობას უკეთ შეინარჩუნებს. მჯერა, რომ თქვენი დახმარებით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.“- ამბობს ნანა კიბაბიძე.
GE08LB0711173835208000 ლიბერთი ბანკი სალომე ქვრივიშვილი
GE33BG0000000162677655 საქართველოს ბანკი ნინო სოსიაშვილი
GE66TB7201745064300019 თიბისი ბანკი ნინო სოსიაშვილი
დედის საკონტაქტო ნომერი: 599375829






















