
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მესამედ ჩამოსვლას ეხმაურება.
შალვა ნათელაშვილი ვიზიტით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მიშელის საუბარში გადაჭარბებულად „მომფერებლური ტონი“ იგრძნობა.
„შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია – დღეს პოეტის ეს სიტყვები მიტრიალებს სულ თავში შარლ მიშელის მორიგ, გუშინდელ ვოიაჟს, რომ ვიხსენებ საქართველოში. რა იყო ეს გადაჭარბებულად მომფერებელი ტონი? ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის საწინააღმდეგოდ, რაც მათ შორის მისი სახელობის დოკუმენტთან სრულ წინააღმდეგობაშია.
ასეთ ევროპამდე მისასვლელად ერთი კი არა ათი თაობა არ გვეყოფა. არა ყველაფერი თავიდანვე გასაგები იყო როცა დავტოვე მისი ფორმატი ლამის პირდაპირ ეთერში. რას ვიზავთ შარლ მიშელი ვალონი ანუ ეროვნებით ფრანგია, ბიძინა საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგი ოლიგარქები არნოს თამადობით დღე და ღამ მუშაობენ ან ნაძირალას გადასარჩენად, ჰოდა სად იყო და სად არა მიადგენ მიშელს. აგერ შედეგი, აგერ ევროპა“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში მესამედ იმყოფებოდა. ქვეყანას სტუმრობდნენ მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებიც.
ასევე დაგაინტერესებთ:
- გადადეთ სკოლები 1-ელ ოქტომბრამდე!.. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა! – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება






















