02:42 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე… – ნოდარ ბასილაშვილი შვილის განვლილ გზაზე

ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე… – ნოდარ ბასილაშვილი შვილის განვლილ გზაზე

დღესდღეობით, საზოგადოებისთვის ფართო განხილვის საგანი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეა.

 

მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი დააკავეს მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი მხარდაჭერას ნეკა დოროყაშვილს უცხადებს, ნაწილი კი ბასილაშვილს შანტაჟის საგნად მიიჩნევს.

 

​საინტერესოა, როგორ მოვიდა ბასილაშვილი აქამდე და რა დგას მისი წარმატების უკან.

 

28 წლის ჩოგბურთელის, ისევე როგორც ბევრი სახელოვანი სპორტსმენის უკან დიდი შრომა და წვალებაა.

 

ბასილაშვილს და მის მამას, ნოდარ ბასილაშვილს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ნიკას თავისი თამაშით და პროფესიონალიზმით მსოფლიოში გაეთქვა სახელი.

 

Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს
2020-05-25Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს

 

2018 წელს ნიკოლოზის მამამ Mshoblebi.ge-სთან თავისი შვილის განვლილ გზაზე და ბავშვობის წლებზე ისაუბრა.

 

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მაშინდელი ინტერვიუდან:

 

– როგორ გაიხსენებთ ნიკოლოზის ბავშვობის წლებს? როგორი მოსწავლე იყო?

 

– მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი. ნატალიას უნდოდა, რომ ბავშვი სწავლით დაკავებულიყო, რადგან ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ინგლისური კარგად იცოდა და დამოუკიდებლად ისწავლა რუსული. მე კი ვუმტკიცებდი, რომ ჩოგბურთი მას მოუტანდა წარმატებას და გახდებოდა სახელოვანი. ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ ნიკოლოზი სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. 12 წლამდე აქ ვავარჯიშებდი, შემდეგ კი ამერიკაში წავიყვანე და სხვადასხვა შტატში დამყავდა ტურნირებზე. 14 წლამდე მე და ნიკა ინდივიდუალურად დავდიოდით, მერე გამოჩნდა სპონსორი და გორინის აკადემიაში დაგვპატიჟეს, სადაც 3-4 წელი დავყავით. შემდეგ ისევ ინდივიდუალურად დავიწყეთ ვარჯიშები.

mshoblebi
ნიკოლოზ ბასილაშვილი უმცროს ძმასთან, თენგოსთან ერთად

– 12 წლიდან ნიკოლოზი გადავიდა ამერიკაში. ბუნებრივია, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე აისახებოდა…

 

– ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე. ჩავდიოდი ამერიკაში, ვყიდულობდი ცოტა დიდ მანქანას და შტატიდან შტატში გადავდიოდით. მაიამიში ვიქირავე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბინა, რომელშიც ერთი ოთახი დაგვითმეს და აქვე იყო კოლეჯიც, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ვვარჯიშობდით კორტებზე. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა.

 

– ხომ არ გაიხსენებთ თქვენთვის განსაკუთრებულ ეპიზოდს ნიკოლოზის ასპარეზობიდან?

 

– 14 წლამდე რომ მოიგო საქართველოს პირველობა, მაშინ საუკეთესო ბავშვები დააჯილდოვეს ტურნირით და საფრანგეთში გავუშვით ნიკა. იქ რამდენიმე თამაში მოიგო და წააგო ფრანგთან, როგორც თვითონ მითხრა, არასამართლიანი მსაჯობის გამო (7:6, 6:7, 7:6,). თუმცა რომ დამირეკა, სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. გამიკვირდა და ვუთხარი რა გიხარია, წააგე-მეთქი, რა და, ვილსონის სპონსორი გამომიჩნდაო, როგორც კი დამთავრდა მატჩი, ჩემთან მოვიდა, კონტრაქტი და 6 ჩოგანი მომცაო. არადა ამ ტურნირზე გაშვებული მყავდა ორად ორი ჩოგნით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გატეხილი, გატეხილი ჩოგნით სპეციალურად გავუშვი, ვუთხარი ნუ ამტვრევ ჩოგანს-თქო და ეს ამბავი რომ მომიყვა, ორივემ გავიხარეთ. კიდევ მახსოვს, ნიკამ „ორანჯ ბოლის“ ნახევარ ფინალში ითამაშა ამერიკაში, მაშინ 14 წლის იყო და რომ დავბრუნდით მაიამიში, ჩვენს ნაქირავებ სახლში, ვხედავთ, რომ ფოსტამ მოიტანა ბევრი ყუთი და თურმე, რადგან ნიკოლოზმა ძალიან პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ვილსონს გამოუგზავნია ბაბინები, ჩოგნებს რითაც ჭიმავენ. იმდენი იყო, არ ვიცოდით სად წაგვეღო. მოთამაშეებისთვის საპრიზო თანხები იყო განკუთვნილი და მის ნაცვლად გამოგვიგზავნეს.

 

წყარო: Mshoblebi.Ge

 

მიუღებელია შანტაჟით ფულის გამოძალვა! - ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერი განცხადება
2020-05-25მიუღებელია შანტაჟით ფულის გამოძალვა! - ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერი განცხადება
ავტორი: Prime Time

X