
ქალიშვილთან ერთად, სოფო ნიჟარაძის სამშობლოში დაბრუნებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში, აჟიოტაჟი, მომღერლის შვილის, ელის მარიას გვარმა გამოიწვია, რომელიც პირველად დაფიქსირდა.
ამერიკაში დაბადებული, წლინახევრის ელის მარია სააკაშვილი, საქართველოში პირველად იმყოფება.
მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ქალიშვილის ფოტოებს, თუმცა არა – სახით. შესაბამისად, დიდია ინტერესი პატარა ელის მარიას მიმართ. ამ ინტერესმა ახლა უფრო იმატა.

მკვლევარი და ახლა უკვე პოლიტიკოსი (პარტია “ხალხისთვის”), ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, “ფეისბუქზე” ერთ-ერთი პოსტის ქვეშ, ასეთ კომენტარს აკეთებს.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: – ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი უმყოფოს სოფოს თავისი ლამაზი გოგონა. ბავშვზე არც არავინ საუბრობს. ნორმალური არ ილაპარაკებს, ცხადია.
პრეზიდენტის სასახლეში დედასთან ერთად გადაცხოვრებულ მომღერალს, ერთხელ მაინც რომ ეთქვა, გვიყვარს ერთმანეთი და ეს გოგოცუნა დიდი სიყვარულის ნაყოფიაო, ვინ მამაძაღლი გაბედავდა ხმის ამოღებას?!
სოფო ნიჟარაძემ რამდენიმე კვირის წინ შვილის ვიდეო გამოაქვეყნა
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























