14:46 | 2020-03-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ერთხელ მაინც ვკვდებით ყველა, რა მნიშველობა აქვს დიაგნოზს რა გვჭირს – ნათელაშვილი კორონავირუსზე

ერთხელ მაინც ვკვდებით ყველა, რა მნიშველობა აქვს დიაგნოზს რა გვჭირს – ნათელაშვილი კორონავირუსზე

საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული, – ამ შინაარსის პოსტს „ლეიბორისტუილი პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა მე ყველამ მაპატიეთ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, დაქცევა, მიტაცება, დათხრა, დარბევა, შიმშილი, სიღატაკე, სიცრუე, წაბილწვა, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული და ვაი, რომ განუკურნებლად, სამუდამოდ.

 

ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივი გრიპით წელიწადში 650 ათასი ადამიანი კვდება.

 

ქრისტიანად თავი მოგვქონდეს და ვირუსით სიკვდილის შიშით მზად ვიყოთ მორალურ-ზნეობრივ კომპრომისებზე ნიშნავს, რომ არ ვართ ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ვკვდებით ყველა, რა მნიშველობა აქვს დიაგნოზს რა გვჭირს.

 

ხალხო–ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ბრიტანელებმა ერთ კვირაში გადაირჩიეს პრემიერობიდან ზამთარში გათბობა არ გვქონდაო.

 

ახლა რომ ვკითხულობ ოპოზიციუარად განწყობილი ადამიანების თუ თვით ოპოზიციონერთა ხელისუფლებისადმი შემრიგებლურ პოსტებს, თანდათან მიპყრობს შეგრძნება, რომ კიდევ მრავალი წელი დავრჩებით იმ ბოსელში, სადაც შეგვყარეს და როგორც სჩანს, დამსახურებულადაც“, – წერს ნათელაშვილი.

 

რა ხდება ქვეყანაში

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X