
ისინი 100 წლის წინ, ზუსტად ერთ დღეს – 1-ელ იანვარს დაიბადნენ და მოგვიანებით ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.
100 წელს გადაცილებული წყვილი ამბობს, რომ „ერთად უნდა ვიცოცხლოთ და ერთად უნდა მოვკვდეთო“.
მრავალწლიანი სიყვარულის ისტორიის შესახებ სიუჟეტი „რუსთავი2“-მა მოამზადა.
ნოე ბაბუ და მარო ბებო საქართელოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილად მიიჩნევა. ისინი ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში ცხოვრობენ.
75 წლის წინ შეუღლდნენ. ამ წლებმა ისე განვლო ერთი ცუდი არ გვახსოვს ერთმანეთიდანო – ყვება ნოე ბაბუ.
ერთ დღეს დაიბადნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ, ერთად ცხოვრობენ და ამბობენ, რომ ერთად უნდა მოკვდნენ.
📌“ერთად უნდა მოვკვდეთ, ერთად უნდა ვიცოცხლოთ” – 75 წელია ერთმანეთი უყვართ!😍💓🙏 100 წელს გადაცილებული ერთადერთი წყვილის – ნოე ბაბუსა და მარო ბებოს ისტორია!
Posted by სენაკის ქრონიკა on სამშაბათი, 30 ივნისი, 2020























