
ყოფილი პარლამენტარი და ამჟამად „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქროწინებას მხარს არ უჭერენ.
„რაც შეეხება უმცირესობებს:
1. დაცვა. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად.
2. ქორწინება. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე“, – წერს დავით უსუფაშვილი.
ცნობისთის, უსუფაშვილის ამ განცხადებამდე პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ საქართველოში ლგბტ უფლებები ირღვევა, თუმცა მიიჩნევს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები არ უნდა შელახოს.
ამ ყველაფერზე საარჩევნო პროგრამაში დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ რადგან მეკითხებიან, ვპასუხობ: „საეკლესიო ტყეების“…
Posted by David Usupashvili Official on კვირა, 07 ივნისი, 2020























