
ლიზა იასკომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
რამდენიმე წუთის წინ კი, სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ეს „დიდი ბრძოლაა საქართველოსთვის“.
„მე ვამაყობ მისით და მისი სულით! დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არალეგალურად არის დაკავებული. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ის არის პოლიტპატიმარი, უკრაინის მოქალაქე, ქვეყანაში, სადაც, სამწუხაროდ, არ არსებობს სამართლიანი სასამართლო სისტემა! ქართველი ხალხი უნდა დაუდგეს გვერდში თავის პრეზიდენტს. ეს არის დიდი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის! მიშა სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ჩვენ ყველამ უნდა გავათავისუფლოთ იგი! მიხეილი – ადამიანი დიდი გულით და ცვლილებების შეტანის დიდი შესაძლებლობებით, საქართველოსა და უკრაინაში! და ის თავისუფალი უნდა იყოს, “- წერს ლიზა იასკო.
- ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















