15:24 | 2021-10-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ეს ადამიანები კახიზე კი არ არიან განაწყენებული, მის ღვაწლს ყველა აღიარებს“ – ვის მიმართავს ნატო დუმბაძე

„ეს ადამიანები კახიზე კი არ არიან განაწყენებული, მის ღვაწლს ყველა აღიარებს“ – ვის მიმართავს ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას მიმართავს და ხალხთან მეტი კონტაქტისკენ მოუწოდებს.

 

„მოკლედ საყვარელო ოცნებავ, დადგა დრო ფიქრის, გაანალიზების და დაფიქრების! ვგონებ არჩევნებმა ეს დაგანახათ!

 

ხალხს სჭირდებით და თქვენ მათთან გაწყვიტეთ კონტაქტი, მხოლოდ ტრიბუნიდან ესაუბრებით! გადით გიარეთ ფეხით, ესაუბრეთ ხალხს ოღონდ არა პიარისთვის, უბრალოდ ადამიანურად, ყველანაირი დაცვების და მანქანის გარეშე, არავინ გერჩით ! მინდა როგორც ევროპაში ისე შემხვდეთ ქუჩაში, ტრანსპორტში, ბაზარში! იცით რამდენ რამეს მოისმენთ და თან წაგადგებათ, თქვენ ხომ არ იცით, მათ რა აწუხებთ რეალურად!

 

ეს ადამიანები კახიზე კი არ არიან განაწყენებულ, არა ბატონებო, კახის ღვაწლს ყველა აღიარებს აი „ოცნებაზე“ კი ძალიან განაწყენებული არიან, ასე რომ ჩამოქვეითდით და იარეთ, ისმინეთ და შეისმინეთ, შავი მანქანების და კამერებთან კოპწიაობის დრო ილევა!

 

P.S. და ბოლოს ,სხვაზე თითის გაშვერა და გადაბრალება არ არის ღირსეული საქციელი!“, – წერს ნატო დუმბაძე.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X