
ამერიკაში მყოფ ქართველს, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები აღმოაჩნდა, სომეხი ახლად გაცნობილი მამაკაცი კვირების განმავლობაში ეხმარებოდა. მასთან მედიკამენტები და საკვები მიჰქონდა.
ქართველმა და სომეხმა მამაკაცმა ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს. შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ემიგრანტი მაერიკაში ავტომობილში იძინებდა და მთელ დროს იქ ატარებდა, როდესაც მისი დახმარება ახლადგაცნობილმა მეგობარმა გადაწყვიტა. ის წერს, რომ ვლადიმერ ავეტისიანმა მასთან სახლში ჩასვლა სთხოვა და უთხრა, რომ მისთვის საკარნტინო სივრცესაც მოაწყობდა.
„მოკლედ ეს ადამიანი რამდენიმე თვის უკან გავიცანი ჩიკაგოში. ვოვა ქვია, ერევნიდანაა სომეხი ეროვნებით. ტელეფონზე გვქონდა ხოლმე კავშირი, ეს ამბები რომ დაიწყო ჩემი თვითიზოლაცია და კარანტინიც მანქანაში მიმდინარეობს და ჩავრჩი სახლიდან 2000-კმის მოშორებით. თვითონ ვოვა ჰიუსტონში ცხოვრობს.
სადღაც ორი კვირის უკან მაღალი სიცხეები და ხველება დამეწყო ასე მოულოდნელად. ვოვამ დამირეკა მოსაკითხად და რომ გაიგო სიცხეები მაქვს თავი გაიგიჟა კორონა არ იყოს ჩემთან მოდიო, სახლში ოთახს მოვაწყობო საკარანტინოდ.
მეც გავიგიჟე თავი ცოცხალი თავით არ მოვალ ამხელა ოჯახი გყავს მეთქი. ვიჩხუბეთ და ტელეფონი გამითიშა. 15-20 წუთში მირეკავს ჩემს ბიჭს ველაპარაკე და თუ კორონა ჭირს ცოდოა მანქანაში მარტო, გაუჭირდება ბრძოლა, ჩვენს სახლთან მანქანების პარკინგია და აქ მაინც მოდიო, ჩემგან 300 მილშია ეგ ადგილი.
არ მოგეკარებით ისე ვივლით, ხან საჭმელი, ხან წამლებიო რიგრიგობით მოგიტანთო. ისევ უარი ვუთხარი… ცოტახანში მირეკავს ისევ და მაჩვენებს სასტუმრო ავიღე სადაც კარანტინის თემებია და გინდა თუ არა უნდა ჩამოხვიდე მარტო ცოდვა ხარო.
მოკლედ ბევრი ჩხუბის მერე ჩამოვედი… ახლოს არ ვიკარებ, 7-8 მეტრის დაცილებით ვლაპარაკობთ და წარმოიდგინეთ დღე არ გავა ყოველდღე საკვები, წამლები, ვიტამინები, ანუ ყოველ მოსვლაზე 6-7 ცელოფნის პარკი მოაქვს, დატვირთული კარებთან დამიდებს და მერე მირეკავს გააღე აიღეო.
ცალკე მისი მეუღლე, ცალკე მისი ბიჭი, ერთი წამით არ მტოვებენ უყურადღებოდ. არადა შემთხვევით გავიცანით, ერთხელ ნანახი მყავდა გასულ დეკემბერს. თან ძალიან მრცხვენია და თან ძალიან მესიამოვნა ეს ყველაფერი. აი ამ ოქრო ადამიანს და მის ოჯახს სახალხოდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“ – წერს ემიგრანტი.
ეს უნდა მოგიყვეთ. მოკლედ ეს ადამიანი რამდენიმე თვის უკან გავიცანი ჩიკაგოში. ვოვა ქვია ერევნიდანაა სომეხი ეროვნებით….
Gepostet von Sokhumi Georgia am Sonntag, 19. April 2020






















