21:48 | 2021-09-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეს არ იყო მხოლოდ ნიკოს ოჯახის ტრაგედია, ეს გახდა მთელი ქვეყნის პირადი ტრაგედია – მამა იოანე

ეს არ იყო მხოლოდ ნიკოს ოჯახის ტრაგედია, ეს გახდა მთელი ქვეყნის პირადი ტრაგედია – მამა იოანე

„ჩვენს სიბოროტეს ნიკოს მსგავსი ადამიანები არ უნდა ეწირებოდნენ! გულით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მთელ საქართველოს, ნიკოს ტრაგიკულად დაღუპვას“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რომის სამერვლოს წინამძღვარი მამა იოანე წერს.

 

„ნეტავ საერთოდ არ გამეცნო, სულ ეს აზრი მიტრიალებს თავში მას შემდეგ, რაც ნიკოს ამბავი გავიგე.

 

დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი…

 

მახსენდება მისი ჩემდამი დამოკიდებულება და ჩვენი საუბრები.

 

შემძრა იმ სისასტიკემ, რაც მის მიმართ განხორციელდა.

 

ეს არ იყო მხოლოდ ნიკოს ოჯახის ტრაგედია, ეს გახდა მთელი ქვეყნის პირადი ტრაგედია.

 

2021-09-22"გადასარევი დამთხვევა მოხდა. ღმერთი ჩემთან არის..." - რას გვიყვება ნანი ბრეგვაძე

 

მცირედნი ახერხებენ თავისი განვლილი ცხოვრების მანძილზე დატოვონ ღირსეული სახელი ამ ქვეყნად, მაგრამ ამ მცირედში ერთეულები ახერხებენ იმას, რაც 22 წლის ბიჭმა შეძლო თავის ასაკში.

 

მისნაირი გენიოსები მომავალი თაობისთვის მაგალითი ხდებიან.

 

ნიკო დააკლდა ქვეყანას…მთელ სამყაროს…

 

მაგრამ, მისი სიცოცხლე მარადიულია მათგან განსხვავებით, ვინც მას სიცოცხლე ასე არა ადამიანურად მოუსწრაფა.

 

თითოეულმა ადამიანმა განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება!

 

აბსოლუტურად ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საჭიროა ვიყოთ მეტად მოსიყვარულენი და შემწყნარებლები.

 

 იყო ბევრი ავადმყოფი, იყო ბევრი აცრა, შემცირდა ყოველდღიური ავადობა, შემცირდა აცრა - პაატა იმნაძე 
2021-09-22 იყო ბევრი ავადმყოფი, იყო ბევრი აცრა, შემცირდა ყოველდღიური ავადობა, შემცირდა აცრა - პაატა იმნაძე 

 

უნდა გავცეთ ერთმანეთის მიმართ რაც შეიძლება მეტი სიყვარული!

 

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ამ ჭაობიდან ამოსვლას და დავამარცხებთ იმ ბოროტებას, რომელიც დღეს ადამიანთა გულებშია გამეფებული.

 

ჩვენს სიბოროტეს ნიკოს მსგავსი ადამიანები არ უნდა ეწირებოდნენ!

 

გულით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მთელ საქართველოს, ნიკოს ტრაგიკულად დაღუპვას.

 

ვლოცულობ მისი სულისთვის“, – წერს მამა იოანე.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X