10:42 | 2020-09-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი! – ლევან რატიანი კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელზე

ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი! – ლევან რატიანი კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელზე

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო დღეებში მომატებული ინფიცირებულთა რაოდენობა პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

 

„თუ ეპიდემიოლოგები იტყვიან რომ ეს მეორე ტალღაა უნდა დავუჯეროთ, სამწუხაროდ ვერ ავცდით ამას. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პანიკის ნიშანი. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავინფიცირდეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში.

 

87 ახალი კოვიდინფიცირებული! - საერთო რაოდენობა 1900-ს გადასცდა
2020-09-1187 ახალი კოვიდინფიცირებული! - საერთო რაოდენობა 1900-ს გადასცდა

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 87 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მომატებული შემთხვევების გამო აჭარის რეგიონი წითელ ზონადაა გამოცხადებული.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია – 19 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია – 5882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 390 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X