10:48 | 2021-11-09 ავტორი: Prime Time

„ეს არავისთვის მითქვამს, გვიანი საღამო იყო…“ – დიმიტრი გორდონი სააკაშვილის დაბრუნებამდე გამართულ შეხვედრას იხსენებს

„ეს არავისთვის მითქვამს, გვიანი საღამო იყო…“ – დიმიტრი გორდონი სააკაშვილის დაბრუნებამდე გამართულ შეხვედრას იხსენებს

„სააკაშვილი ლიდერია, ყველა დანარჩენი ზეთში მოტივტივე ხორცის ბურთულები”, – ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დიმიტრი გორდონი.

 

ეკატერინა კოტრიკაძესთან ინტერვიუში მან სააკაშვილთან გამართული დღემდე უცნობი დიალოგი გაიხსენა, რომელიც ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებამდე შედგა.

 

„იცი, გეტყვი, ეს არავისთვის მითქვამს, გვიანი საღამო იყო, პოლონეთის ქალაქ კარპაჩში ვისხედით, იქ ეკონომიკურ ფორუმზე გავემგზავრეთ, მე და ჩემი მეუღლე. და ის [სააკაშვილი] გვეუბნება: “საქართველოში მივდივარ”. მე მას ვუთხარი: “როგორ საქართველოში?”. ის ამბობს: „მესმის, რომ ჩემს ხალხს ახლა ვჭირდები, საქართველოში უნდა ვიყო, სხვა შემთხვევაში მე არ ვარ ლიდერი, რეფორმატორი, პრეზიდენტი“. „მაგრამ შეიძლება დაგაპატიმრონ“, – ვუთხარი მე. და შემდეგ მან თქვა განსაცვიფრებელი ფრაზა: „მე შეიძლება მომკლან კიდეც. მაგრამ მე რევოლუციონერი ვარ და წავალ“, – თქვა გორდონმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X