00:17 | 2021-12-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ფუფუნება და ვერ ხვდება, რომ ეს ფუფუნება ქვეყნის ხარჯზე არ უნდა ჰქონდეს – შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე

ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ფუფუნება და ვერ ხვდება, რომ ეს ფუფუნება ქვეყნის ხარჯზე არ უნდა ჰქონდეს – შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე

„ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი თავი“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„დღეს ვიხილეთ, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ფუფუნება და ვერ ხვდება, რომ ეს ფუფუნება ქვეყნის ხარჯზე არ უნდა ჰქონდეს. დღეს ჩვენ ვნახეთ აღიარება იმისა, რაც დოკუმენტებში არის წარმოდგენილი, მაგრამ ის (სააკაშვილი) ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის დანაშაული.

 

ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში დღეს არსებული „ფაიზერის“ დოზები არ არის ვადაგასული და მათ არც ვადა გაგრძელებია
2021-12-03ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში დღეს არსებული „ფაიზერის“ დოზები არ არის ვადაგასული და მათ არც ვადა გაგრძელებია

 

მას (სააკაშვილს) იმდენად საკუთარ ბიუჯეტად და საკუთარ ჯიბის ფულად მიაჩნია ის თანხა, რასაც ჩვენი მოქალაქეები იმ პერიოდში გადასახადების სახით იხდიდნენ, ეს დანაშაულად ვერც კი ჩათვალა.

 

ეს არის ჩვენი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების დაცინვა, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან იხდიან ფულს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X