18:55 | 2021-12-07 ავტორი: Prime Time

ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გიორგი ფხაკაძის მადლობა მინისტრს

ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გიორგი ფხაკაძის მადლობა მინისტრს

მივესალმები ქალბატონ მინისტრის გადაწყვეტილებას. ეს არის სწორი, ბოლო საერთაშორისო მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოწინავე ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე მიღებული ბრძანება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გაჩერდა ჩემი ცხოვრება ერთხელ, საჭესთან ჩემი შვილი იჯდა“ - ამირან გამყრელიძე ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე
2021-12-07„გაჩერდა ჩემი ცხოვრება ერთხელ, საჭესთან ჩემი შვილი იჯდა“ - ამირან გამყრელიძე ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

„ასეთი მყისიერი ბრძანება – ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი და პროფესიონალური გადაწყვეტილება. „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ – ბუსტერი 5 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (აქ მცირე შესწორებას შევიტანდი- რომ ასტრაზენეკაც 3 თვეში უნდა იყოს ისე, როგორც ეს ბრიტანეთმა გააკეთა).

 

სინოფარმი/სინოვაკიბუსტერი 3 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (სრულიად ვეთანხმები). 12-15 წლის მოზარდებში პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3 -12 კვირა (ეს ფაიზერის პროტოკოლია).

 

კიდევ ერთი-პროფესორ გიორგი ფხაკახის რეკომენდაცია პრაქტიკაში მიღებულია, დაგვიანებით, მაგრამ ხდება ისე, რასაც ფხაკაძე ამბობს.

 

როცა დავიწყე საუბარი დაბალეფექტურ ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი), ბევრი ექსპერტი, კოლეგა და სხვები მეწინააღმდეგებოდნენ, რაც, ბუნებრივია. არცოდნა არცოდვაა. არაერთი სტატია, მტკიცებულება და ასევე, არა ერთი ინტერვიუ, ლაივი მივუძღვენი ამ საკითხს.

 

ბოდიშს არავინ არ გადაიხდის და, რა თქმა უნდა, შეცდომებს არავინ არ აღიარებს. ეს “ქართულ ჯიგრულ პონტში” არ მოსულა. არა უშავს, მივეჩვიე,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ავტორი: Prime Time

X