
თურქმენეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორესათან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა, თურმე „კონსტიტუციის და დროშის დღეს” აღნიშნავს.
ოღონდ არა 17, არამედ 18 მაისს.
შესაბამისად, სამყაროსთვის ეს იმოდენა მასშტაბის და მნიშვნელობის დღედ მიიჩნია ბატონმა კალაძემ, რომ წინა დღით ვიწყებთ მის აღნიშვნას, ჩვენი დემოკრატიით გაოცებულმა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ არ დაგვასწროს.
ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალიზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებებისადმი”- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.






















