14:05 | 2020-01-13 ავტორი: Prime Time

ეს არის ეპიდემია – ქუთაისში კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ იმატა

ეს არის ეპიდემია – ქუთაისში კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ იმატა

ქუთაისში დეკემბრის ბოლოდან დღემდე ვირუსების შედეგად კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ იმატა.

 

მედიაქალსითის“ ბავშვთა ინფექციური განყოფილების გამგის, ლამარა ლიპარტელიანის თქმით, მას  გრიპის მწვავე ვირუსით დღეში 70-მდე პაციენტი სტუმრობს. ექიმის განმარტებით, ზოგადი მაჩვენებელი 200-დან 400 პაციენტამდეა გაზრდილი.

 

„ეს არის ეპიდემია. ყველა ასაკის ადამიანი მოდის ვირუსით. პაციენტებს აქვთ შემდეგი ჩივილები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მტვრევა ორგანიზმში“, – ამბობს ლამარა ლიპარტელიანი.

 

ექიმები მოქალაქეებს ვირუსისგან თავის დასაცავად ურჩევენ – იარონ პირბადით, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები.

 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ ძირითადად გავრცელებულია B ტიპის ვირუსი, თუმცა გვხვდება A და რეინო ვირუსებიც.

ავტორი: Prime Time

X