20:32 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს აწერს ხელს – თამარ მაყაშვილი ბესო ზანგურზე

ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს აწერს ხელს – თამარ მაყაშვილი ბესო ზანგურზე

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ამბავი „ფარულ კონვერტში” გაამხილა.

 

ნინუცამ აღიარა, რომ როდესაც მსახიობ ბესო ზანგურის ცოლი იყო მას ქმარი ხშირად სცემდა. ნინუცას დედას, თამარ მაყაშვილს fortuna.ge დაუკავშირდა.

 

Exclusive: „ამაზრზენი ტყუილია“ - ბესო ზანგურის პირველი კომენტარი ყოფილი ცოლის მხრიდან ძალადობის ბრალდებაზე
2021-04-13Exclusive: „ამაზრზენი ტყუილია“ - ბესო ზანგურის პირველი კომენტარი ყოფილი ცოლის მხრიდან ძალადობის ბრალდებაზე

 

„ყველას მოუწევს პასუხისგება, როცა დრო დადგება… მთელი ცხოვრებაა, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ბესო ზანგურის მიმართ. ვართ ასე… თუ ნინუცა დღეს დადის, ლაპარაკობს და იცინის, უმეტესად იმ ოჯახის დამსახურებაა, სადაც ის ცხოვრობს.

 

ერთს გეტყვით – ბესო ზანგური არის ნაძირალა ადამიანი!.. შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა. მე ეს მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი. ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს აწერს ხელს. ეს მარტო მე არა, მთელმა ქალაქმა იცის. როგორც არტისტს, მას არ ვეხები, მაგრამ მის პიროვნებაზე ეს მოსაზრება მაქვს. მეტი სიტყვა არ მახსენდება. თავის დროზე ვუთხარი. სისულეები ჩემზეც წერა და მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მდაბიოების დონეზე ვერაფრით დავალ!.. არ ამიკრძალავს შვილთან მოსვლა, არც არაფერი… მის სინდისზე იყოს. ფინანსური პრობლემა ნინუცა მაყაშვილს არ აქვს. და ჰყავს ჯერ ისეთი, მერე თავადაც ვირივით მუშაობს, ასე რომ, ფინანსურ ინტერესზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს!..“, – განაცხადა ნინუცა მაყაშვილსი დედამ.

 

Exclusive: „ამაზრზენი ტყუილია“ - ბესო ზანგურის პირველი კომენტარი ყოფილი ცოლის მხრიდან ძალადობის ბრალდებაზე
2021-04-13Exclusive: „ამაზრზენი ტყუილია“ - ბესო ზანგურის პირველი კომენტარი ყოფილი ცოლის მხრიდან ძალადობის ბრალდებაზე
ავტორი: Prime Time

X