
ექიმი კოტე მათითაშვილი საგამოცდო ცენტრებში დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„ეს არის მარაზმი! ძალადობა! იდიოტიზმი! უსამართლობა! არ ვიცი, სხვა რა გამოსავალი არსებობს, მაგრამ ასე არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში!“
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება. საგამოცდო სივრცეში კონდიცირება არ იქნება, ყველა აბიტურიენტი ვალდებულია, რომ ნიღბები ატარონ და საკუთარი კალმით გამოცხადდნენ.























