
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს მორიგი კლოუნადაა.
მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, თუ რატომ არ დააკავეს სააკაშვილი, მან უპასუხა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის.
“არანაირი ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ეს არის მორიგი კლოუნადა და ის არ შემოსულა საქართველოში. რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. საიდან იცით? ნახეთ თქვენ პირადად კლოუნადაა, მორიგი კლოუნადა. მე შეხვედრა მაქვს, არ მცალია,” – აცხადებს გივი მიქანაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ “ფეისბუკ” გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი ადასტურებს.
ასევე ნახეთ:























