21:58 | 2021-07-02 ავტორი: Prime Time

ეს არის პრეპარატები, რომელსაც ნინი მასმევს – ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას მისი მკურნალობის მეთოდი გაუზიარა

ეს არის პრეპარატები, რომელსაც ნინი მასმევს – ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას მისი მკურნალობის მეთოდი გაუზიარა

ხათუნა ჟორდანია, საზოგადოებას მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს უზიარებს. 

„მამა ნაუმიმ უთხრა, რომ გაქრებოდა სიმსივნე...“ - რამ გამოაჯანმრთელა ხათუნა ჟორდანია
2021-05-24„მამა ნაუმიმ უთხრა, რომ გაქრებოდა სიმსივნე...“ - რამ გამოაჯანმრთელა ხათუნა ჟორდანია

 

მისი თქმით, ამ ინფორმაციას აქვეყნებს იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ყველას ვერ პასუხობს.

 

„ეს არის პრეპარატები, რომელსაც ნინი მასმევს და მიკეთებს უკვე ერთ წელზე მეტია. თქვენც გაიარეთ კონსულტაცია ექიმებთან, შემდეგ გადაწყვიტეთ, რამდენად გინდათ ამ წამლების მიღება. ბაბუაწვერას და გრავიოლას კაფსულები. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- წერს ხათუნა და იქვე ექიმის საკონტაქტო ნომერს უთითებს.

 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ხათუნა ჟორდანია ოჯახთან ერთად სტამბულში იმყოფებოდა.

 

მან საზოგადოებას გამოჯანმრთელება ახარა.

 

თურქეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ “აჯიბადემში” ანალიზების შესამოწმებლად ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მის ორგანიზმში სიმსივნის მეტასტაზები გამქრალია.

 

თურქი მედიკოსები, რომლებიც ჟორდანიას ისტორიას გულდასმით გაეცნენ, გაოცებულები დარჩნენ. მეოთხე სტადიის სიმსივნე ფილტვში მხოლოდ საწყის მდგომარეობაშია. როგორც “პრაიმტაიმთან” ზურა ხაჩიძე ამბობს, ხათუნა, ახლა, ლოკალურად დასხივების პროცედურას გადის.

 

ავტორი: Prime Time

X