16:11 | 2021-05-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეს არის ვასაძეების ოჯახის მიერ კიკეთის სკოლაში შეტანილი თანხები – მანჩო გიორგობიანი შენატანების გრაფიკს აქვეყნებს

ეს არის ვასაძეების ოჯახის მიერ კიკეთის სკოლაში შეტანილი თანხები – მანჩო გიორგობიანი შენატანების გრაფიკს აქვეყნებს

ფილოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი აქვეყნებს სიას, რომელშიც ვასაძეების მიერ კიკეთის სკოლაში შეტანილი თანხების ბოლო პერიოდის გრაფიკია ასახული ↓

 

 

 

„ურწმუნოებისთვის! ეს არის ვასაძეების ოჯახის მიერ კიკეთის სკოლაში შეტანილი თანხების ბოლო პერიოდის გრაფიკი. კარგად დაინახავთ, თუ რა თანხებს უმატებენ მოსწავლეების გადასახადებს და რა თანხა ჯდება ცალკე შენატანები სკოლის დახმარება – განვითარებისთვის.

 

 

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს სკოლა მეცენატის ხარჯზეა, სადაც მინიმალურ გადასახადებს იხდიან მშობლები, რეალურად კი ბავშვები იღებენ ბევრად მაღალ მომსახურებას, საუკეთესო განათლებას, რაოდენობრივად მრავალფეროვან სპორტულ, სახელობო თუ სახელოვნებო წრეებს და მაღალი ხარისხის, რაც ყველაზე მთავარია.

 

ამ სკოლაში პედაგოგებსაც სხვა ბევრი კერძო სკოლისკან განსხვავებით, აქვთ საგრძნობლად უკეთესი ხელფასები, კვება და ტრანსპორტის მომსახურებაც“, – წერს გიორგობიანი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X