
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” წევრს, ნათია მეზვრიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია მის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კანპანიის.
“ეს არსება, ნათია მეზვრიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჩემ წინააღმდეგ, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან და არც სამართალთან.
ნამდვილად არ ვაპირებ ამ უტიფარი ქალბატონისგან მორალის კითხვის მოსმენას!“- წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენეთ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















