
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მცხეთაში მომხდარი ინციდენტის რამდენიმე მონაწილე ალკოჰოლის და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყო.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს უკვე ჩაუტარდათ ნარკოლოგიური ექსპერტიზა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის მამა, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მოზარდებმა წვეულებაზე მარიხუანა მოიხმარეს.























