
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერი გახდება, ეს დააზიანებს საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას.
მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის: უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შესთავაზა.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რეფორმების საკითხებში, ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს და ეს საკითხი ამ კვირის ბოლოს გადაწყდება.
ასევე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს.






















