
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მიერ ევროკავშირის რამდენიმე მილიონიან ტრანშზე უარის თქმას გამოეხმაურა.
„როდესაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ სურდა მიეღო 75 მილიონიანი დახმარება, ეს ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზი იყო, მით უმეტეს პანდემიის პირობებში. ამას ვაშინგტონი მხედველობაში მიიღებს.
ეს მნიშვნელოვანი და რთული რეფორმებია, რომელიც უნდა განხორციელდეს. აშშ-ის კონგრესი აკვირდება იმას, რაც საქართველოში ხდება და ვიცით რა სჭირდება საქართველოს,”- აცხადებს კელი დეგნანი.
ასევე დაგაინტერესებთ:























