12:45 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

„ეს დაბრალდებოდა ხელისუფლებას და სერიოზულად დაარტყამდა მმართველ გუნდს“ – მამუკა არეშიძე

„ეს დაბრალდებოდა ხელისუფლებას და სერიოზულად დაარტყამდა მმართველ გუნდს“ – მამუკა არეშიძე

„ჩემთვის ცოტა უცნაურია, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი უკრაინის გავლით. არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ გვაქვს.

 

ფაქტია, რომ ის კაცი აქ კონკრეტული მიზნით იმყოფებოდა და ოფიციალურ ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.

 

„ნამდვილად არსებობდა კადიროვის მუქარაც. მისი მუქარა რომ სრულდებოდა ხოლმე ამას მოწმობს ბორის ნემცოვის ლიკვიდაციაც და ევროპაში კადიროვის რეჟიმის მტრების მკვლელობები.

 

რასაკვირველია, უკრაინულ და ქართულ სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა იქნებოდა. მაგალითად თურქეთთან ასეთივე თანამშრომლობა შედგა 2017 წელს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს.

 

ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს ქართული სპეცსამსახურების მუშაობა. წარმოიდგინეთ, მართლა რომ მომხდარიყო ეს დანაშაული რა ამბავი იქნებოდა ქვეყანაში.

 

ყველანი ცოცხლები ვართ და დედასაც მ...  - გვარამია ვლადიმერ პუტინს
2020-06-16ყველანი ცოცხლები ვართ და დედასაც მ...  - გვარამია ვლადიმერ პუტინს

 

სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ორი წლის წინ უკრაინულ სპეცსამსახურებს მისცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა. იქ მოხდა საკმაოდ ცნობილი პიროვნების, ტერორისტის ლიკლვიდაცია, სახელ და გვარს არ დავასახელებ.

 

ამ ტიპის თანამშრომლობა უშიშროების უწყებებს შორის ყოველთვის მიმდინარეობს“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

 

ექსპერტმა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ იმაზე საუბარი რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა, ალოგიკური სიცრუეა.

 

„გუშინ რომ ვისმენდი გვარამიას საუბარს, მიკვირდა – საიდან არის ამდენი ცინიზმი ამ კაცში. სამჯერ, ოთხჯერ გაიმეორა „რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაო“.

 

ფაქტია, რომ სიტუაციის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობდა.

 

თუ დანაშაული რეალურად მოხდებოდა, პირველ რიგში ეს დაარტყამდა საქართველოს ხელისუფლებას და ძალიან სერიოზულად დაარტყამდა მმართველ გუნდს. და თუ რუსეთთან არის შეკრული ეს ხელისუფლება, რა ლოგიკაში ჯდება, რომ რუსეთი ამ მკვლელობით, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მთლიანად აყირავებდა პოლიტკურ კლიმატს ქვეყანაში.

 

ვის დააჯერებდი, რომ ეს მკვლელობა რეალურად ხელისუფლების შეკვეთილი არ იყო?! ცხადია, ეს დაბრალდებოდა ხელისუფლებას. და თუ ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა, რატომ უნდა აწყობდეს რუსეთს აქ ხელისუფლების ძირის გამოთხრა?!

 

გაბუნიას ოჯახის შემდეგ, ამ ამბით ხომ ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლება დაზარალდებოდა“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

 

ავტორი: Prime Time

X