16:55 | 2021-06-24 ავტორი: Prime Time

ეს დაუსჯელობის, უსამართლობის განცდას აჩენს – ვინ როგორ აფასებს ჯარიმების გაუქმების ინიციატივას

ეს დაუსჯელობის, უსამართლობის განცდას აჩენს – ვინ როგორ აფასებს ჯარიმების გაუქმების ინიციატივას

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ახალი ინიციატივა გააცნო საზოგადოებას, რომლის თანახმად მოქალაქეები, რომლებიც შეზღუდვების გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. 

 

პრემიერის ინიციატივას საზოაგდაოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

 

 

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

 

„საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სწორედ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების თვალსაზრისით არის ნიშანდობლივი“,- ამბობს ცუცქირიძე.

 

 

 

„პრაიმტაიმი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს, ინფექციონისტ ალექსანდრე გოგონავას და ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

 

მათგან ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა არასწორია. 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი: ჯარიმებისგან გათავისუფლების საკითხი ინდივიდუალურად უნდა წყდებოდეს და ამას როგორც ცივილურ ქვეყნებში სასამართლო უნდა იღებდეს. საყოველთაოდ ამის გამოცხადება რასაკვირველია უსამართლოების განცდას ტოვებს და უბიძგებს ადამიანებს რაც შეიძლება კარგად დაარღვიონ. ჰუმანირი აქტია და ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს რასაკვირველია იქნება კონტრპროდუქტიული.

 

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი: პრემიერის ეს გადაწყვეტილება არასწორია, ეს არის მორიგი იაფასიანი მცდელობა, რომ ვიღაცის გული მოიგოს და აჩენს დაუსჯელობის განცდას. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებრივი დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს პანდემიის პირობებში და მარტო იმაში კი არ არის პრობლემა, რომ ვიღაცას ჩამოაწერეს. კანონმორჩილი ადამიანები, რომელებიც იცავდნენ ყველაფერს რა სტიმული უნდა ჰქონდეთ? ფაქტობრივად იაფასიანი პოლიტიკური მიზნებით ესეთი ინიციატივის მიღება, ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნების მწვავე დეფიციტზე გადაწყვეტილებას მიღებას, რომელიც აზრზე არაა რას აკეთებს. კომენდანტის საათი ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ შემდეგაც, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება მაინც არასწორი იქნებოდა, რადგან სხვა რეგულაციებიც არის და მაგასაც არ დაიცავენ მოქალაქეები. არ შეიძლება ასე. ჩვენ ხვალ და ზეგ შეიძლება უარესი ვითარება იყოს.

 

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ამ საკითხს მეორე მხრიდან მივუდგეთ, ერთ რამეს ვიტყვი, რომ პირველ რიგში, ჩვენ ეს ინფორმაცია მოქალაქეებამდე ისე უნდა მივიტანოთ, რომ მათ არ დასჭირდეთ ძალდატანება ამ რეკომენდაციის შესასრულებლად. ჩემი აზრით, მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, რომ ეს რეგულაციები და რეკომენდაციები ვინმეს ახირება არ არის.

 

მეორე მომენტია, ის რომ ქვეყანა ისედაც საკმაოდ რთულ ეკონომიურ ვითარებაშია და ჯარიმის გადახდა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია. ამიტომ ამ გადაწყვეტილებამ, წამახალისებელი როლი უნდა ითამაშოს და ადამიანებმა ამ აქტით ცუდად არ უნდა ისარგებლონ. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს.

 

მე ვთვლი, რომ უფრო დიდი ნაწილი საზოგადოების ამ გადაწყვეტილებას სხვანაირად შეხედავს და დადებითად მოეკიდება საქმეს. ჩემი აზრით, ჯარიმების გაუქმებას ორნაირი შედეგი მოჰყვება. გარკვეულ ნაწილზე ცუდად იმოქმედოს და მათ პირიქით ჩათვალონ, რომ თუ დავარღვევ არაუშავს, მაინც აუქმებენ ჯარიმას და მეორე ნაწილმა კარგ ჟესტად მიიღოს. მომხრე ვარ, რომ საზოგადოების თვითშეგნება ამაღლდეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X