14:10 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

„ეს დღე და დრო კარგად დაიმახსოვრეთ“ – მიხეილ ცაგარელი 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ასახელებს

„ეს დღე და დრო კარგად დაიმახსოვრეთ“ – მიხეილ ცაგარელი 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ასახელებს

მიხეილ ცაგარელის თქმით,  ვეფხვის წელიწადი, პირველ თებერვალს, თბილისის დროით, დილის 9:47 წუთზე დადგება.

 

„ითვლება, რომ როგორც შევხვდებით წლის მთავარ მასპინძელს, ასევე იქნება მისი დამოკიდებულება ჩვენდამი მთელი წლის განმავლობაში.

 

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი იწყება მე-13 ახალმთვარეობაზე. პირველ თებერვალს, თბილისის დროით, დილის 9:47 წუთზე, შემოვა ვეფხვის წელიწადი, რომელიც იქნება წყლის სტიქიის.

 

გავითვალისწინოთ, რომ პირველ თებერვლამდე ჯერ კიდევ გრძლდება ხარის წელიწადი. ამიტომ ხარს ნუ ვაწყენინებთ. 31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო – როგორც ხარისა, ისე ვფხვისა. პირველი თებერვლიდან კი უკვე დარჩება მხოლოდ ვეფხვის.

 

ხარს წინ უნდა დავუდოთ მწვანილი, ხოლო ვეფხვს უმი ხორცი. რათა ამით პატივი მივაგოთ ორივე მათგანს.

 

ეს არის ლურჯი-შავი ვეფხვის წელი. ამიტომ ეს ორი ფერი უნდა გამოვიყენოთ როგორც სუფრის გაშლისას, ასევე ჭურჭლის, ტანსაცმლისა თუ სხვადასხვა აქსესუარის შერჩევისას.

 

თუმცა, ამას გარდა, გვქვს სხვა ფერებიც. წყლის სტიქია მეგობრობს მიწის სტიქიასთან. ასე რომ, უნდა გამოვიყენოთ მიწის სტიქიის ფერები, მაგალითად როგორიცაა ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი. ასევე ის მეგობრობს ხის სტიქიასთან, ასე რომ ხის ფერები, მწვანე და მისი ყველა კომბინაცია მისაღებია. ასევე ნარინჯისფერი ტონები, რომელიც ვეფხვისთვის არის დამახასიათებელი.

 

ეს არის წელიწადი, როდესაც ნაკლებობა გვაქვს ცეცხლის სტიქიისა, რადგან წყალი არ მეგობრობს ცეცხლთან, ამიტომ კარგია თუ წითელ ტონსაც შემოვიტანთ და ამით ამ ნაკლებობას შევავსებთ.

 

რაც შეეხება სუფრას: უნდა იყოს მამა-პაპური, ტრადიციული. თუმცა, მოერიდოეთ მარილიან საკვებს, თევზეულს, ლუდს, ბრინჯს, ცხვრის ხორცს, რადგან ვეფხვს არ უყვარს ესენი.

 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას უყვარს ტკვილეული და ამიტომ არ შევიკავოთ თავი სუფრაზე მისი დადებისგან“,- აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X