09:41 | 2021-11-18 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“ეს დღე რაღაც ჯადოსნური სიმბოლო იყო” – რას იხსენებს ელენე ხოშტარია გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით

“ეს დღე რაღაც ჯადოსნური სიმბოლო იყო” – რას იხსენებს ელენე ხოშტარია გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით

“ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამახსენა, რომ დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და ერთი ისტორია. გალაკტიონის დაბადების დღეზე სულ სულ პატარობიდან მახსოვს მამაჩემი და მისი რამდენიმე მეგობარი ადიოდნენ გალაკტიონის საფლავზე და მის ლექსებს კითხულობდენ. ეს დღე რაღაც ჯადოსნური სიმბოლო იყო მათთვის, ცხოვრების აზრის ნაწილი”,- ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

 

“ხოდა გამახსენდა მაგიდის ქვეშიდან რომ ვაკვირდებოდი მამაჩემის და მისი ამ მეგობრების შეკრებებს, როგორც მახსოვს არყით უფრო, ვანოსთან სახლში. კომუნისტებს ებრძოდენ სულ, ოღონდ ამაზე პათეტიკურად კი არ ლაპარაკობდენ, ყველა სიტყვაში რასაც ამბობდენ, ყველა მანერაში, განწყობაში, სილაღეში, დარდში ეგ აზრი იდო. სისტემამ ეგენი არ შეჭამა, განა გარედან არ იყო ის სისტემა, უბრალოდ მათი პიროვნებები და თავისუფლების ჟინი არ შეჭამა. ბედნიერებაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოს მოესწრენ, წვლილიც შეიტანეს. ბაბუაჩემი და კიდევ ბევრი ვერ მოესწრო, დახვრიტეს.

 

ვანოს (მამაჩემის მეგობრის) ხმაც კი მომაგონდა, როგორ კითხულობდა ლექსებს. რომ ვიზრდებოდი ვანო სულ მაკვირდებოდა ღერძი თუ მეჭირა მთავარი. არასდროს არაფერი უთქვამს, ისევ შეკრებებზე უკვე მაგიდას რომ ვწვდებოდი, მაგრამ მაინც ჩუმად ვუსმენდი, ვგრძნობდი მის დაკვირვებას და პერიოდულად კეთილ ღიმილს. ვანო აღარაა ცოცხალი, მაგრამ ჩემთვის ბევრი რამის მაგალითია.

 

ეს ლექსიც მაგახსენა ჩემმა მეგობარმა და ეგრევე ვანოს ხმით წაკითხული გავიგე ყურებში

 

საღამოს ლანდები,

ვით ბინდი ნიავის,

მიდამოს სდებია.

გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? –

ეს ჩემი სამშობლო მთებია!”,- წერს ხოშტარია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა

 

რას აკეთებდით მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდია შიმშილობდა – წამყვანის კითხვა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს

 

VIDEO: „ინგამ მომაკვდავი თვალებით გადმომხედა და ბავშვებზე შემეკითხა“ –  ბათუმის ტრაგედიის სულისშემძვრელი ამბავი

 

რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X