
ამ ეტაპზე, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ გამოყენება მიზნშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ამ პასპორტის გარეშე. სრულად ვაქცინირებული სულ 1 მილიონი ადამიანია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ტრანსპორტზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, ამის გაკონტროლება ტექნიკურად ძნელი იქნება და მეორე – ეს ძალიან დიდ დისკომფორტს შექმნის და დიდ პროტესტს გამოიწვევს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.






















