
საქართველომ თავი ჩაიყენა განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელიც აბსურდის თეატრს მაგონებს და სიურეალისტურ განცდას მიქმნის, რომ გავიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ სიზმარია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განუცხადა.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა.
იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო “მეხუთე ტალღა”. “მეხუთე ტალღა” დაიწყო ისე, რომ “მეოთხე ტალღა” ბოლომდე არ ჩამთავრებულა.
ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები























