13:49 | 2020-12-19 ავტორი: Prime Time

„ეს ე.წ პრეპარატი რა მექანიზმით მუშაობს, კაცმა არ იცის“ – ექიმ ზაზა თელიას გაფრთხილება

„ეს ე.წ პრეპარატი რა მექანიზმით მუშაობს, კაცმა არ იცის“ – ექიმ ზაზა თელიას გაფრთხილება

ექიმი და ბლოგერი, ზაზა თელია პაციენტებს და ზოგადად, მოქალაქეებს ხშირად მიმართვას რეკომენდაციით და ამა თუ იმ სამკურნალო მედიკამენტების შესახებ აფრთხილებს. ამჯერად ექიმი გარეგანი გამოყენების მედიკამენტზე – კორესატინის შესახებ წერს.

 

ექიმის ბლოგს უცვლელად გთავაზობთ:

კორესატინი – გარეგანი გამოყენების “მედიკამენტი” მოქმედი ქიმიური ჯენერიკის გარეშე

გაფრთხილება!!!!

 

აღნიშნული ინფორმაცია თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისაგან. მიკერძოებულმა, დაინტერესებულმა პირებმა თავი შეიკავონ კომენტარების გაკეთებისგან!!!

შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება? - ექიმი სამკურნალო საშუალების ვარგისობას განმარტავს
2020-12-14შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება? - ექიმი სამკურნალო საშუალების ვარგისობას განმარტავს

 

ასევე, თავი შეიკავეთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებისგან რადგან ეს ე.წ პრეპარატი რა მექანიზმით მუშაობს კაცმა არ იცის.

კორესატინი – რეგისტრირებულია ქვეყანაში როგორც გარეგანი გამოყენების პრეპარატი და საკმაოდ ძვირიც ღირს.

 

რა თქმა უნდა ამ პრეპარატს არ გააჩნია დამოწმება არც FDA-ის და არც EMA-ის მხრიდან არცერთი კანის დაავადების სამკურნალოდ. მეტიც ამ ე.წ პრეპარატის ბიოქიმიური მოქმედების მექანიზმი გაუგებარია და მწარმოებელი კომპანია ირწმუნება რომ ის არის ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალება.

 

რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის სამეცნიერო მტკიცებულებებს მოკლებული, გაუგებარი და პოტენციურად სახიფათო პროდუქტის გამოყენება, რომლის მოქმედების მექანიზმიც უცნობია, ყოვლად გაუმართლებელია.

 

არსებობს სამეცნიერო გონივრული ეჭვი იმის თაობაზე რომ შესაძლებელია ამ პროდუქტის ეფექტური მოქმედების მიზეზი არასწორი ეტიკეტირება გახლავთ, ანუ მის შემადგენლობაში შედის სტეროიდი და ამის ხარჯზე ის ეფექტურად მუშაობს, ხოლო პაციენტი მას ხანგრძლივად იყენებს და ამით მატულობს სტეროიდებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები“- აფრთხილებს ექიმი მომხმარებლებს.

ავტორი: Prime Time

X