17:25 | 2021-09-18 ავტორი: Prime Time

ეს ერთ-ერთი საუკეთესო დახმარებაა კოვიდპაციენტებისთვის – ექიმის ეს რჩევა დაგაინტერესებთ

ეს ერთ-ერთი საუკეთესო დახმარებაა კოვიდპაციენტებისთვის – ექიმის ეს რჩევა დაგაინტერესებთ

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს ერთ-ერთ მეთოდზე, რომელიც კოვიდპაციენტებს ძალიან ეხმარება გამოჯანმრთელებაში.

 

„ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდპაციენტებისთვის. მაღალი რისკ-ჯგუფის ინფიცირებულებში მძიმე კოვიდის პრევენცია მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენებით შესაძლებელია.

„ღამით დაძინება ძალიან უჭირდა“ - სახლი, რომელშიც ქმარმა ცოლი 11 თვის ბავშვის თანდასწრებით მოკლა, მამაკაცმა იქირავა ისე, რომ არაფერი იცოდა
2021-09-18„ღამით დაძინება ძალიან უჭირდა“ - სახლი, რომელშიც ქმარმა ცოლი 11 თვის ბავშვის თანდასწრებით მოკლა, მამაკაცმა იქირავა ისე, რომ არაფერი იცოდა

 

გამოიყენება ერთჯერადად. პრეპარატის გადასხმა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

 

ჩვენს ჰოსპიტალში უკვე დიდი ხანია ამას ვიყენებთ “emergency room-ში”. დაახლოებით ერთი საათი სჭირდება ინფუზიას და პაციენტი პირდაპირ ეწერება სახლში.

 

ვფიქრობ, საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრ პაციენტს აარიდოს თავიდან მძიმე კოვიდის განვითარების ალბათობა და შესაბამისად დაიცვას ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან.

 

მონოკლონალურ ანტისხეულებზე კვლევების დეტალებს მოგვიანებით განვიხილავ. ახლა კი CDC რეკომენდაცია მათ გამოყენებაზე”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X