16:12 | 2021-01-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეს განადგურებული ადამიანებისთვის ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ისტორიული აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია – კეკელიძე

ეს განადგურებული ადამიანებისთვის ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ისტორიული აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი და მოსალოცი ამბავი – საქართველომ რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებული სასამართლო მოუგო სტრასბურგში.

 

ცხადია, ვიცით, რომ ეს იმ განადგურებული ადამიანებისთვის ვერაფერს შეცვლის, არც რამე კონკრეტულის მოლოდინი გვაქვს ხვალ და ზეგ, მაგრამ ისტორიული აზრით, სამომავლო პერსპექტივისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია“, – წერს კეკელიძე.

 

დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X