
რა ხდება კორონავირუსის პანდემიის მხრივ საქართველოს სამეზობლოში? – ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში ვითარება რთული და საგანგაშოა.
„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება. ეს ეხება ოთხივე მეზობელ ქვეყანას.
ეს არის განსაკუთრებიღ საყურადღებო, როდესაც საზღვრების გახსნის მიმართულებით ვსაუბრობთ.
განსაკუთრებით ეს ხდება ჩვენს ჩრდილოეთში, რუსეთში, რომელმაც მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა აშშ-ს მერე (317 554 ინფიცირებული).
სომხეთშიც სერიოზული მდგომარეობაა, სადაც 5600 შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული და 70 სიკვდილი, ასევე აზერბაიჯანშიც, სადაც 3700 შემთხვევა დაფიქსირდა და 44 სიკვდილი.
ბელარუსშიც რთული ვითარებაა.
„ამ მხრივ ჩვენ გამოვიუყურებით ერთგვარ კუნძულად, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.






















