19:40 | 2020-04-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

„ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო?“ – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობზე

„ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო?“ – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, მეუფე იაკობის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პაატა იმნაძემ და ამირან გამყრელიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

 

„უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? ვიზეა იცით ლაპარაკი? აი, 1992 წლის 2 იანვრიდან ნიღბოსანი, კალაშნიკოვიანი ნაძირალები და არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში, მშვიდობიან, შეუიარაღებელ მომიტინგეებს, იმათზეა საუბარი“, – წერს გამსახურდია მეუფე იაკობზე.

 

უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? ვიზეა იცით ლაპარაკი? აი, 1992 წლის 2 იანვრიდან ნიღბოსანი, კალაშნიკოვიანი…

Gepostet von Konstantine Gamsakhurdia am Freitag, 17. April 2020

 

17 აპრილს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის გაფრთხილებისთვის შემდეგი სიტყვებით გააკრიტიკა:

 

„როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე დაგველაპარაკონ”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

 

ამირან გამყრელიძე ეპისკოპოსის სიტყვებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეუფეს რიდი მართებს მათზე ასაკით უფროს ადამიანებთან საუბრისას. „თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X