17:00 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

ეს იყო ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთი! – ხაიშელი ქალის ისტორია, რომელიც წითელ ზონაში მარტო აღმოჩნდა

ეს იყო ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთი! – ხაიშელი ქალის ისტორია, რომელიც წითელ ზონაში მარტო აღმოჩნდა

უკვე ერთ თვეზე მეტია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაიკეტა და წითელ ზონად გამოცხადდა.

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, მცხოვრები მედეა ჭკადუა „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მის ცხოვრებაში ეს პერიოდი ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია, რადგან ასეთ რთულ დროს, სახლში სრულიად მარტო აღმოჩნდა.

 

„ჩემი სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტთან ძალიან ახლოსაა, სულ რაღაც 8 კილომეტრში, როდესაც მარნეული ჩაიკეტა ძალიან განვიცადე,რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს და მათ გასამხნევებლად ფიზიკურად ვერ მივდიოდი.

 

26 აპრილს დაბადების დღე მქონდა და ზუსტად 26-ში გამოცხადდა თეთრწყაროში კარანტინი.

 

საშინელი დაბადების დღე იყო ჩემთვის. სახლში მარტო ვიყავი, საერთოდ მამასთან ერთად ვცხოვრობ და მამაც მუნიციპალიტეტის გარეთ ჩარჩა.

 

სულ მარტო აღმოვჩნდი. ამას ისიც დაემატა, რომ დაინფიცირებული, ექთანი ქალი, რომელიც მარნეულის სასწრაფოს კლასტერს ეკუთვნოდა, ჩემი კარის მეზობელია.

 

ზუკა და ლუკა – ბავშვები თეთრიწყაროდან, რომელთაც საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ
2020-05-22ზუკა და ლუკა – ბავშვები თეთრიწყაროდან, რომელთაც საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ

 

მას სახლში 93 წლის მოხუცი მამა ჰყავს, რომელსაც სადილს ვაწვდიდი ხოლმე.

 

ზოგჯერ თვითონ ამ ქალს პროდუქტი მოჰქონდა ჩემთვის. მოკლედ, ხშირი კონტაქტი გვქონდა, თუმცა მკაცრად ვიცავდით წესებს.

 

როდესაც გავიგე ჩემი მეზობელი ექთნის დაინფიცირების შესახებ, საშინლად დავისტრესე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი რაც კი გამივლია.

 

სოფელში მოვიდნენ ეპიდემიოლოგები, თერმო სკრინინგი და ანალიზი გაგვიკეთეს.

 

პასუხი მეორე დილას უნდა ყოფილიყო, მთელი ღამე გავათენე, დილას სარკეში რომ ჩავიხედე მეგონა ვიღაც მოხუც ქალს ვუყურებდი.

 

ნერვიულობით ერთ ღამეში გადავსხვანაირდი. მერე სოფლის გამგებელმა დამირეკა და მითხრა ყველა ჯანმრთელები ხართო, ეს ისეთი ემოციური იყო ჩემთვის, დავჯექი და ვტიროდი, მოვთქვამდი სიხარულით“, – ამბობს მედეა ჭკადუა.

 

თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ
2020-04-27თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ

 

მედეა ყვება რომ ამ ეტაპზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შედარებით სიმშვიდეა, მოსახლეობაც შეეჩვია მდგომარეობას.

 

​იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტიც მალე გაიხსნება, რადგან ამ ბოლო დღეებში კოვიდ ინფექცია არ გამოვლენილა.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

 

ავტორი: Prime Time

X