14:39 | 2021-06-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი!“ – რამ გამოიწვია გუშინ ზედიზედ 4 მიწისძვრა ჯავახეთში

„ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი!“ – რამ გამოიწვია გუშინ ზედიზედ 4 მიწისძვრა ჯავახეთში

ქალაქ ნინოწმინდასთან ახლოს გუშინ 4-ჯერ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, არის თუ არა სოფელი სამება სეისმურად საშიში ზონა და უნდა ველოდოთ თუ არა კვლავ მიწისძვრას – ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს ესაუბრა.

 

„ზედიზედ 4 მიწისძვრა ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც რეგიონში დაფიქსირდა.

 

როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
2021-06-07როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

 

ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 4 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია.

 

დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X